კონვულსოფინი / Convulsophin ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

კონვულსოფინი –  ორსულობის პერიოდში გენერალიზებული ტონურ-კლონური ეპილეპსიური გულყრების, ეპილეფსიური სტატუსის განვითაება ჰიპოქსიასთან ერთად შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს დედისათვის და ნაყოფისათვის. ვალპროევის მჟავის მიღებასთან დაკავშირებული რისკი ორსულობის ადრეულ პერიოდში კონვულსოფინის მიღებისას იზრდება ემბრიონის ნერვული ღეროს განუვითარებლობის რისკი: მიელომენინგოცელე, ნაპრალი ხერხემალში. აღწერილია სახის დისფორმიის და კიდურების განვითარების დეფექტები რამდენიმე შემთხვევა (განსაკუთრებით კიდურების დამოკლება), ასევე გულ-სისხლძარღვთა სისემის დეფექტები. დეფექტების განვითარების რისკი უფრო მაღალია კომბინირებული ეპილეფსიის საწინააღმდეგო თერაპიისას ვიდრე ვალპროის მჟავით მონოთარაპიისას. ამსთან დაკავშირებით პრეპარატის დანიშვნა ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი შედეგი ქალისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ორსულობის პერიოდში არ უნდა შეწყდეს ვალპროის მჟავით მკურნალობა თუ ის ეფექტურია. ასეთ შემთხვევასი რეკომენდირებულია მონოთერაპია მინიმალური დოზით, ამასთან სადღეღამისო დოზა ნაწილდება რამოდენიმე მცირე ერთჯერად დოზებად. ამასთანავე ეპილეფსიის საწინააღმდეგო თერაპიას შესაძლოა დაემატოს ფოლიუმის მჟავის პრეპარატები (სადღეღამისო დოზა 5 მგ), რამდენადაც მათ მინმუმამდე დაყავთ ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკი. ამასთან ერთად რეკომენდირებულია პრეპარატის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი სისხლის პლაზმაში. ნაყოფის განვითარების ანომალიების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით რეკომენდირებულია ულტრაბგერითი კვლევის და ალფა-I-ფენოპროტეინის ტესტის ჩატარება. რისკი ახალშობილებში ვალპროის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული სინდრომი ახალშობილებში. როგორც ჩანს ის განპირობებულია ჰიპოფიბრინოგენემიით. აღინიშნა აფიბრინოგენემიის განვითარების შემთხვევები ლეტალური გამოსავლით. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სისხლის შედედების რიგი ფაქტორების დეფიციტთან. ახალშობილებში აუცილებელია პლაზმაში თრომბოციტების რაოდენობის, ფიბრინოგენის დონის და სისხლის შედედების ფაქტორების განსაზღვრა. ლაქტაციის პერიოდში გამოყენება ვალროის მჟავის ექსკრეცია რძეში შეადგენს 1-10% პრეპარატის შრატის კონცენტრაციიდან. რადგან უცნობია ვალპროის მჟავის გავლენა ახალშობილის ორგანიზმზე რეკომენდირებულია ძუძუთი კვების შეწყეთა მოცემული პრეპარატით მკურნალობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი