ლინდინეტი / LYNDINETTE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლინდინეტი –  ორსულობა: ლინდინეტ 20-ის მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა. თუ ორსულობა დადგა პრეპარატის გამოყენების პერიოდში, აუცილებელია პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა.  ფართო ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა არც განვითარების თანდაყოლილი მანკების რისკის ზრდა ქალებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ კოტნრაცეპტივებს ორსულობამდე, არც ტერატოგენური მოქმედება (ძირითადად გულის მაკნები და კიდურების განვითარების ანომალიები) შემთხვევებში, როცა პერორალური კონტრაცეპტივები გამოიყენებოდა ორსულობის ადრეულ ვადებზე (იხ. პარაგრაფი 4.3). ლაქტაცია: აქტიური ნივთიერების მცირე რაოდენობა გამოიყოფა რძეში; ახალშობილებში აღინიშნებოდა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სიყვითლე და სარძევე ჯირკვლების გადიდება. ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის პერორალური კონტრაცეპტივების მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს რძის რაოდენობის შემცირება და მისი შემადგენლობის ცვლილება.  პრეპარატის გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე კვლევები პრეპარატის გავლენის შესაფასებლად ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი