ლუკამონტი / Lucamont ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ლუკამონტი – გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში ორსულობა (კატეგორია B) პრეპარატი ლუკამონტის™ მიღებასთან დაკავშირებით კონტროლირებადი და ადეკვატური კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა. ლუკამონტი™ გამოიყენება ორსულოსბის დროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაცია ცნობილი არ არის გამოიყოფა თუ არა მონტელუკასტი დედის რძეში. ბევრი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ლუკამონტის™ გამოყენებისას  საჭიროა სიფრთხილის დაცვა.  გამოყენება ბავშვებში  არსებობს ცნობები, რომ 4 მგ საღეჭი ტაბლეტების შედარებით კლინიკურ კვლევებში 2-5 წლის, 6-14 წლის ბავშვებისა და მოზარდების ჯგუფში ეფექტურობისა და უსაფრთხოების განსხვავებები არ აღინიშნებოდა. მონტელუკასტის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.  გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში ასაკობრივი განსხვავებები ეფექტურობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ აღინიშნებოდა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი