მაჟეზიკი-სანოველი / MAJEZIC-sanovel ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

მაჟეზიკი-სანოველი –  ორსულობის C კატეგორია (D კატეგორიის მესამე ტრიმესტრი). რეპროდუქციული ასაკის ქალებში ფლურბიპროფენის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკამდელმა კვლევებმა დაამტკიცეს ფლურბიპროფენის ტერატოგენული ეფექტის არარსებობა, ორსულებში ფლურბიპროფენის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის. გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაცია: პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი