ნონბლონი / NONBLON ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნონბლონი –  დღეისათვის არ არის დამაჯერებელი კლინიკური საფუძველი ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის. ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა და თვითნებური აბორტი ან ვადამდელი მშობიარობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ნეგატიური ეფექტების (ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) გამოვლინება ნაყოფში და ახალშობილში. არსებობს გართულებების აღმოცენების მომატებული რისკი ახალშობილებში გულის და ფილტვების მხრიდან, აქედან გამომდინარე, ნონბლონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა, განსაკუთრებით კი ლიპოფილური სუბსტანციები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ნონბლონის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის თაობაზე. ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პრეპარატის ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი