ნორმოდიპინი / NORMODIPINE ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ნორმოდიპინი – ცხოველებზე ჩატარებული კვლევები მოწმობენ იმის შესახებ, რომ პრეპარატს მაღალ დოზებში გააჩნია ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე. გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდირებულია მხოლოდ უფრო უსაფრთხო ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში, ან თუ დედის დაავადება წარმოადგენს დედისთვის და ნაყოფისთვის უფრო დიდ ხიფათს, ვიდრე მკურნალობა. ძუძუთი კვების პერიოდი უცნობია, აღწევს თუ არა ამლოდიპინი დედის რძეში. გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ ან ამლოდიპინით მკურნალობის გაგრძელების/შეწყვეტის შესახებ მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელის და მკურნალობისგან დედის მიერ მიღებული სარგებელის გათვალისწინებით. ფერტილობა იყო შეტყობინებები, რომ ზოგიერთ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ კალციუმის “ნელი” არხების ბლოკატორებს, აღინიშნებოდათ შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები სპერმატოზოიდების თავში. კლინიკური მონაცემები ფერტილობაზე ამლოდიპინის შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი. ვირთხებზე კვლევის შედეგად აღმოჩენილი იყო, რომ პრეპარატი მოქმედებს მამრების ფერტილობაზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი