ოქსალიპლატინი ებევე / Oxaliplatin Ebewe ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ოქსალიპლატინი ებევე –  ორსულობა და ძუძუთი კვება მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმის ან ფარმაცევტისგან, ვიდრე დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას. ოქსალიპლატინის მკურნალობის პერიოდში, თქვენ უნდა მოერიდოთ ორსულობას და მიიღოთ საიმედო კონტრაცეპტიული ზომები. თუ თქვენ გახდებით ორსულად მკურნალობის პერიოდში, უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ. ოქსალიპლატინის მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ, თქვენ უნდა ჩაიტაროთ კონტრაცეპტიული ღონისძიებები ქალებმა 4 თვის, მამაკაცებმა 6 თვის მანძილზე თერაპიის დამთავრების შემდეგ. ოქსალიპლატინი იწვევს უნაყოფობას, რომელიც შეიძლება იყოს შეუქცევადი.  მამაკაცებს ურჩევენ არ გახდეს მამა მკურნალობის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 6 თვის მანიძლზე და მოახდინოს სპერმის კონსერვაცია თერაპიის დაწყებამდე. თქვენ არ უნდა იყოთ მეძუძური დედა  ოქსალიპლატინის მკურნალობის პერიოდში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი