რა დროს გამოიყენება ალექსანი?

ალექსანის გამოყენების ჩვენებებია: გამოყენებისათვის ალექსანს იყენებენ მონოთერაპიაში ან სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების კომბინაციაში მოზრდილებსა და ბავშვებში შემდეგი დაავადებებისას: • მწვავე მიელოიდური ლეიკოზი (მმლ) • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი (მლლ) • ქრონიკული მიელოიდური ლეიკოზი (ქმლ) • შუალედური არახოჯინკური ლიმფომები და მაღალავთვისებიანი არახოჯინკური ლიმფომები (მაგალითად, ლიმფობლასტური არახოჯინკური ლიმფომები და არახოჯინკური ლიმფომები ბერკიტის ლიმპომის მსგავსი ტიპისა). ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ლეიკემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ციტარაბინის შეყვანა  რეკომენდებულია  ინტრატეკალურად მონოთერაპიაში ანდა მეტოტრექსატსა და კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი