რა დროს გამოიყენება ალოპურინოლი?

ალოპურინოლის გამოყენების ჩვენებებია: ალოპურინოლი გამოიყენება დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ახლავს ჰიპერურიკემია, პირველადი და მეორადი პოდაგრისას, თირკმლის კენჭოვანი დაავადებისას ურატების წარმოქმნით, პირველადი და მეორადი ჰიპერურიკემიისას, რომელიც არის პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებსაც ახლავს ნუკლეოპროტეიდების გაძლიერებული დაშლა და შარმჟავას შემცველობის მომატება სისხლში, სხვადასხვა ჰემობლასტომების ჩათვლით (მწვავე ლეიკოზი, ლიმფოსარკომა და სხვ.), სიმსივნეების ციტოსტატური და სხივური თერაპიის, ფსორიაზის, კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით მასიური თერაპიის დროს. არსებობს მონაცემები ბავშვებში ეპილეფსიის კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ (სეროტონინის ბიოსინთეზის მომატება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი