რა დროს გამოიყენება ამვასტანი?

ამვასტანის გამოყენების ჩვენებებია: საერთო ქოლესტეროლის, LDL-ქოლესტეროლის, აპოლიპოპროტეინ-B-ს და ტრიგლიცერიდების მომატებული დონის შესამცირებლად დიეტასთან ერთად, HDL – ქოლესტეროლის დონის მომატება პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის (მემკვიდრული და არამემკვიდრული ჰეტეროზიგოტური) და შერეული დისლიპიდემიის (IIა და IIბ ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პირებში; – პლაზმაში ტრიგლიცერიდების მომატებული დონის მქონე პირებში დიეტასთან ერთად (IV ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით); -დისბეტალიპოპროტეინემიის მქონე პირებში (III ტიპი ფრედრიქსონის მიხედვით), დიეტოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში; – საერთო ქოლესტეროლისა და LDL-ქოლესტეროლის საერთო დონის შესამცირებლად მემკვიდრული ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პირებში, დიეტოთერაპიისა და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიური მეთოდების არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში; – საერთო ქოლესტეროლის, LDL-ქოლესტეროლის და აპოლიპოპროტეინ-B-ს მომატებული დონის შესამცირებლად დიეტასთან ერთად 10-17 წლის ასაკის ბიჭებსა და გოგონებში მემკვიდრული ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, ადექვატური დიეტის პირობებშიც, თუ: ა) LDL-ქოლესტეროლის მაჩვენებელი ნარჩუნდება ≥ 190 მგ/დლ დონეზე ან ბ) LDL-ქოლესტეროლის მაჩვენებელი ნარჩუნდება ≥ 160 მგ/დლ დონეზე, და ოჯახური ანამნეზით ცნობილია ახალგაზრდა ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების შემთხვევები; ავადმყოფ ბავშვებში ვლინდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების 2 და მეტი რისკ-ფაქტორი. – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მეორადი პროფილაქტიკა სიკვდილიანობის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, სტენოკარდიის მიზეზით განმეორებითი ჰოსპიტალიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში, რევასკულარიზაციის რისკის შემცირების მიზნით (გულის იშემიური დაავადების კლინიკური გამოვლინების არ მქონე პირებშიც, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მომატებული რისკი: ხანდაზმული ასაკი 55 წელზე მეტი, ნიკოტინური დამოკიდებულება, არტერიული ჰიპერტენზია, გენეტიკური მიდრეკილება), მათ შორის დისლიპიდემიის ფონზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი