რა დროს გამოიყენება ამლოკარდი-სანოველი?

ამლოკარდი-სანოველის გამოყენების ჩვენებებია: ამლოდიპინი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ და პაციენტების უმრავლესობაში შესაძლებელია მისი გამოყენება მონოთერაპიის სახით. საჭიროების შემთხვევაში ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში გამოიყენება ამლოდიპინის კომბინაცია თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან.  ამლოდიპინი ნაჩვენებია სტაბილური სტენოკარდიისა და ვაზოსპასტიური სტენოკარდიის (პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია), აგრეთვე ვაზოსპაზმისა ან ვაზოკონსტრიქციის სამკურნალოდ. ამლოდიპინი შეიძლება გამოყენებული იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც კლინიკური სურათი უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ ვაზოსპაზმი, ვაზოკონსტრიქცია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სპაზმის არსებობა ზუსტად დადგენილი არ არის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი