რა დროს გამოიყენება ამპიბაქტი?

ამპიბაქტის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:  – ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ინფექციები, სინუსიტების, შუა ყურის ანთების, ეპიგლოტიტის და ბაქტერიული პნევმონიის ჩათვლით; – საშარდე სისტემის ინფექციები და პიელონეფრიტი; – ინტრააბდომინალური ინფექციები, პერიტონიტის, ენდომეტრიტის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ღრუბლისებრი ქსოვილის ინფექციების ჩათვლით; – ბაქტერიული სეპტიცემია; – კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; – ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები; – გინეკოლოგიური და გონოკოკური ინფექციები; – პროფილაქტიკისთვის, ქირურგიული ჩარევის, საკეისრო კვეთის და მშობიარობის შემდეგ ინფექციის რისკის შესამცირებლად. ამპიბაქტის გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ქირურგიული ოპერაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული ჭრილობების ინფექციური გართულებები.  ასევე – აბორტისა და საკეისრო კვეთის შემდეგ, პოსტოპერაციული სეფსისის თავიდან აცილების მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი