რა დროს გამოიყენება ამფოტერიცინი?

ამფოტერიცინის გამოყენების ჩვენებებია:  ჩვენებები პრეპარატს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრთან ერთად ახასიათებს მაღალი ტოქსიკურობა. იგი გამოიყენება: კანდიდოზის, ასპერგილოზის, ჰისტოპლაზმოზისა და ბლასტომიკოზის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებას კანისა და ლორწოვანის ლეიშმანიოზის დროს. მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის სურათის მონიტორინგი. დოზირების რეჟიმი განზავებული 500 მლ 5%-ი ან გლუკოზის ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული) ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით (6 სთ-ზე ხანგრძლივად) 250 მკგ/კგ ერთხელ დღეში. ტოლერანტობის შემთხვევაში დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 1 მგ/კგ/დღეში (მაქს. 1.5 მგ/კგ/დღეში). უსაფრთხო დოზები ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად. შეიძლება აგრეთვე მისი გამოყენება ადგილობრივად აპლიკაციის სახით. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში. გვერდითი მოვლენები ნეფროტოქსიკური (რომელიც მცირდება მანიტოლის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ), ჰიპოკალიემია, დარღვევები გულსისხლძარღვთა და ცნს-ის მხრივ, ანემია, გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ დისკომფორტი, ტემპერატურის მომატება, ალერგია, გაღიზიანება ინექციის ადგილას. უკუჩვენება ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი სხვა წამლებთან ურთიერთქმედება სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენება (გენტამიცინი, ციკლოსპორინი, ციტოტოქსიკური პრეპარატები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი