რა დროს გამოიყენება არყის ხის კვირტები?

არყის ხის კვირტების გამოყენების ჩვენებებია: გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი და სადეზინფექციო საშუალება. ეფექტურია გულის უკმარისობის დროს. არყის ხის კვირტების დიურეზული თვისებები განპირობებულია ფლავონოიდების შემცველობით. ეფექტურია ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ კომპლექსურ თერაპიაში. მცენარე გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების (ლარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი) სამკურნალოდ, როგორც ანტისეპტიკური, ამოსახველებელი საშუალება. არყის ხის კვირტები ფართოდ გამოიყენება კანის დაავადებებისას, კერძოდ კი, სხვადასხვა ფორმის ეგზემის სამკურნალოდ. ეფექტურია შესაზელად ნევრალგიური ტკივილების, მიოზიტების დროს. ართრიტების და რევმატიზმების შემთხვევაში გამოიყენება კომპრესების სახით

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი