რა დროს გამოიყენება აუგმენტინი?

აუგმენტინის გამოყენების ჩვენებებია: ჩვენება  აუგმენტინი უნდა გამოიყენონ ადგილობრივი ანტიბიოტიკების დანიშვნის ოფიციალური გაიდლაინების და მგრძნობელობის მონაცემების მიხედვით.  აუგმენტინის სუსპენზია (228მგ/5მლ და 457მგ/5მლ) დღეში ორჯერ დოზირებისთვის ნაჩვენებია შემდეგი ბაქტერიული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისთვის როდესაც ამოქსიცილინისადმი რეზისტენტული ბეტა ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამები მიიჩნევა გამომწვევად.  სხვა სიტუაციაში გამოიყენება მხოლოდ ამოქსიცილინი.  ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის ჩათვლით) მაგ. ტონზილიტი, სინუსიტის, შუა ოტიტი.  ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები მაგ. ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი და ბრონქოპნევმონია.  გენიტოურინარული ტრაქტის ინფექციები მაგ. ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.  კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები მაგ, ცელულიტი, ცხოველების ნაკბენი.  დენტალური ინფექციები მაგ., მწვავე დენტალური აბსცესი გავრცელებადი ცელულიტით.  აუგმენტინის მიმართ მგრძნობელობა ვარირებს გეოგრაფიული მდებარეობის და დროის მიხედვით (იხ. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები, ფარმაკოდინამიკა, დამატებითი ინფორმაცია). დგილობრივი მგრძნობელობის მონაცემები უნდა გადაიხედოს შესაძლებლობის შემთხვევაში, აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს მიკრობიოლოგიური ნიმუშების და მგრძნობელობის კვლევა.  შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე ორგანიზმებით აუგმენტინისადმი მგრძნობიარე ბეტა ლაქტამაზამაპროდუცირებელ ორგანიზმებთან ერთად შეიზლება გამოიყენონ აუგმენტინის სუსპენზია 228მგ/5მლ და 457მგ/5მლ. ეს ინფექციები არ უნდა ითხოვდეს სხვა ანტივიოტიკის დამატებას, რომელიც რეზისტენტული იქნება ბეტა ლაქტამაზას მიმართ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი