რა დროს გამოიყენება ბენევრონი B?

ბენევრონი B გამოყენების ჩვენებებია: – ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები:^ პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები (მათ შორის, სახის ნერვის) და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, რეტრობულბური ნევრიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია (მათ შორის, შემომსალტველი ლიქენი), ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა), გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური; – იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია; – სხვადასხვა გენეზის ანემიები; – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი  დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი; – კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი; – სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა; – ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა; – თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი