რა დროს გამოიყენება ბუტამირი?

ბუტამირის გამოყენების ჩვენებებია: ნებისმიერი ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ხველება, ყივანახველა. ასევე ხველება, რომელიც აღინიშნება ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში, ქირურგიული ჩარევისას და ბრონქოსკოპიის დროს.   ცენტრალური ზემოქმედება: ხველების ცენტრზე ზემოქმედება. პერიფერიული ზემოქმედება: სპაზმის საწინააღმდეგო ეფექტით რეცეპტორების მგრძნობელობის შემცირება.  ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ბრონქოდილატაციური ეფექტი. თრგუნავს ცენტრალური გენეზის ხველებას, იგი აქვეითებს მშრალ და პროდუქტიულ ხველას. ამცირებს ბრონქების კუნთების სპაზმს, ერთდროულად ამსუბუქებს სუნთქვას, აადვილებს ნახველის ევაკუაციას. აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას, ხელს უწყობს სისხლის აიროვანი შემადგენლობის ნორმალიზაციას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი