რა დროს გამოიყენება გემციტაბინი?

გემციტაბინის გამოყენების ჩვენებებია: გემციტაბინი ნაჩვენებია შარდის ბუშტის ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ კომბინაციაში ცისპლატინთან.  გემციტაბინი ნაჩვენებია პანკრეასის ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ადენოკრაცინომის მქონე პაციენტების მკურნალობისათვის.  გემციტაბინი, კომბინაციაში ცისპლატინთან, ნაჩვენებია პირველი რიგის მკურნალობის სახით პაციენტებში ფილტვის ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური მსხვილუჯრედული კიბოთი (NSCLC). გემციტაბინის მონოთერაპია შეიძლება განხილულ იქნეს ხანდაზმულებში ან პაციენტებში შესრულების სტატუსით 2.  გემციტაბინი ნაჩვენებია საკვერცხეების, ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ეპითელური კარცინომის დროს, კომბინაციაში კარბოპლატინთან, პაციენტებში მორეციდივე დაავადებით სულ მცირე 6 თვიანი ურეციდივო ინტერვალის შემდეგ პლატინაზე დაფუძნებული პირველი-რიგის თერაპიის შემდეგ.  გემციტაბინი კომბინაციაში პაკლიტაქსელთან ნაჩვენებია პაციენტებში არაოპერირებადი, ადგილობრივად მორეციდივე ან მეტასტაზური ძუძუს კიბოთი, რომლებსაც ადიუვანტური/არაადიუვანტური ქიმიოთერაპიის შემდეგ რეციდივი გამოუვლინდათ. წინა ქიმიოთერაპიაში უნდა შესულიყო ანთრაციკლინი, გარდა შემთხვევისა თუ ის კლინიკურად უკუნაჩვენები იყო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი