რა დროს გამოიყენება გინკოპრიმ სმარტი?

გინკოპრიმ სმარტის გამოყენების ჩვენებებია: ჯანმრთელი პირები: ზრდის აქტიური ყურადღების ხანგრძლივობას და კონცენტრაციის უნარს. მიღებიდან 1 საათში მნიშვნელოვნად უმჯობესდება „მეხსიერების ხარისხი“ და „ყურადღების დაძაბვა“. ეფექტი გრძელდება 4 საათი. დემენცია და მეხსიერების პრობლემები: 6-12 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს სხვადასხვა გენეზის მსუბუქი და საშუალო კოგნიტური დარღვევის და ნებისმიერი ხარისხით გამოხატული დემენციის მქონე პირებში. 6 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობის მკურნალობა არ იძლევა გამოხატულ შედეგს. უმჯობესდება არა მარტო კოგნიტური ფუნქციები, არამედ განწყობა. ანტიქოლინესთერაზული საშუალებების ჩანაცვლება: გინკო ბილობას ექსტრაქტის მიღებისას ალცჰაიმერის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დემენციის მკურნალობაში ავლენს მეორე თაობის ქოლინესთერაზას მაინჰიბირებელი საშუალებების (დონეზეპილი, რივასტიგმინი, მეტრიფონატი) ექვივალენტურ ეფექტურობას. Commission E რეკომენდაციას უწევს გინკო ბილობას სტანდარტიზებული ექსტრაქტის გამოყენებას დემენციური სინდრომების შემდეგი ტიპების დროს: სისხლძარღვოვანი, პირველადად დეგენერაციული და შერეული. გაფანტული სკლეროზი: 12 კვირის განმავლობაში მიღებისას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს. ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ღრმა კოგნიტური დარღვევის მქონე პირებში. შიზოფრენია (დამხმარე საშუალება): 12 კვირის განმავლობაში კლოზაპინთან კომბინაციაში მიღებისას ზრდის სამკურნალო საშუალების ეფექტურობას და ამცირებს მის გვერდით მოვლენებს ქრონიკული, მკურნალობისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის მქონე პაციენტებში. ცერებრული იშემია: იცავს ქსოვილებს იშემია/რეპერფუზიული დაზიანებისგან. ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია  პროფილაქტიკური გამოყენებისას. მწვავე იშემიური ინსულტი: მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ინსულტის შემდგომ მდგომარეობას. მენოპაუზის შემდგომი პერიოდი ქალებში: 1 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყურადღებას, მეხსიერებას და უზრუნველჰყოფს მენტალურ სტაბილობას. სექსუალური დისფუნქცია: პაციენტთა 84%-ში  აწესრიგებს ანტიდეპრესიული საშუალებებით გამოწვეულ სექსუალურ დისფუნქციას. დადებითად მოქმედებს სექსუალური პასუხის ციკლის ოთხივე ფაზაზე ქალების 91%-ში, ხოლო მამაკაცების 76%-ში. Federal Drug Administration (FDA) რეკომენდაციას უწევს გინკო ბილობას ექსტრაქტის გამოყენებას ერექციული დისფუნქციების დროს. ორგაზმის განცდასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ქალების  47%-ში ჩატარებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის ორგაზმის განცდის ალბათობას და მის სიხშირეს.  მოზარდებში ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტივობის  ზრდის კონცენტრაციის ხანგრძლივობას, ზრდის ინტელექტურ აქტივობას, ამცირებს აგრესიას და 70%-ით აუმჯობესებს დასწავლის უნარს. დაუნის სინდრომი: აუმჯობესებს მენტალურ და ქცევით აქტივობას. შაკიკი: კომბინაციაში Mg-თან  42%-ით ამცირებს შაკიკის შეტევების სიხშირეს. ასევე, მნიშვნელოვნად მცირდება შეტევის ხანგრძლივობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი