რა დროს გამოიყენება გროპრინოსინი®?

გროპრინოსინის გამოყენების ჩვენებებია: გროპრინოსინი® სიროფი, 250მგ/5მლ გამოიყენება 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შემდეგი ჩვენებების დროს: – გრიპისა და სასუნთქი ორგანოების სხვა ვირუსული ინფექციების მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები); – ჰერპესული ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპესით (Herpes simplex, I ტიპის, ტუჩების, სახისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესი; II ტიპის, გენიტალური ჰერპესი და სხვა ლოკალიზაციის ჰერპესი, ასევე, ჰერპესული კერატიტი, ანუ თვალის რქოვანას ან შემაერთებელი გარსის ანთება, Vარიცელლა ზოსტერ ვირუსით გამოწვეული დაავადებები (წითელის ქარის ვირუსი და სარტყლისებური ლიქენი), და ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზი; – ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები: გენიტალური წანაზარდები (წვეტიანი კონდილომები) მამაკაცებსა და ქალებში, ხორხის/მბგერავი იოგების (ფიბროზული ტიპის) პაპილომები; – მძიმედ მიმდინარე წითელა; – ციტომეგალოვირუსული ინფექცია; – კონტაგიოზური მოლუსკი (ვირუსული ინფექციით გამოწვეული კანის შემოფარგლული დაზიანება). 6 წელზე უფროსი ასაკის (სხეულის მასა 20კგ) პაციენტებისთვის უმჯობესია გროპრინოსინის® ტაბლეტების დანიშვნა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი