რა დროს გამოიყენება დეპო-მედროლი?

დეპო-მედროლის გამოყენების ჩვენებებია: გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყენება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობისათვის, გარდა ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევისა, რომლის დროსაც იგი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისათვის. ა) ინტრამუსკულარული გამოყენება  მეთილპრედნიზოლონის აცეტატი (დეპო-მედროლი) არ გამოიყენება მწვავე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების სამკურნალოდ. თუ საჭიროა მაქსიმალური ინტენსივობის სწრაფი ჰორმონალური ეფექტი, მაშინ ინიშნება კარგად ხსნადი მეთილპრედნიზოლონის ნატრიუმის სუქცინატი (სოლუ-მედროლი) ინტრავენურად. თუ არ არის გლუკოკორტიკოიდებით პერორალური თერაპიის შესაძლებლობა, მაშინ ნაჩვენებია პრეპარატის კუნთებში შეყვანა შემდეგი დაავადებების დროს: როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება: 1. რევმატოლოგიური დაავადებები: დამატებითი საშუალების სახით ხელშემწყობი თერაპიის დროს (ანალგეტიკები, კინეზითერაპია, ფიზიოთერაპია და სხვ.) და ხანმოკლე გამოყენებისათვის (ავადმყოფის მწვავე მდგომარეობიდან გამოყვანისათვის ან პროცესის გამწვავებისას) შემდეგი დაავადებების დროს: – ფსორიაზული ართრიტი – ანკილოზური სპონდილოართრიტი; შემდეგი დაავადებების დროს შეძლებისდაგვარად საჭიროა პრეპარატის გამოყენება ინ სიტუ; – პოსტტრავმული ოსტეოართროზი – სინოვიტი ოსტეოართროზის დროს – რევმატოიდული ართრიტი იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით (ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს დამხმარე თერაპია მცირე დოზებით); – მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი; – ეპიკონდილიტი – მწვავე არასპეციფიური ტენდოსინოვიტი – მწვავე პოდაგრული ართრიტი 2. კოლაგენოზები გამწვავების პერიოდში ან ცალკეულ შემთხვევებში დამხმარე თერაპიისათვის შემდეგი დაავადებების დროს: – სისტემური წითელი მგლურა – სისტემური დერმატომიოზიტი (პოლიმიოზიტი) – მწვავე რევმატიული მიოკარდიტი 3. კანის დაავადებები – პემფიგუსი – მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) – ექსფოლიატიური დერმატიტი – სოკოსმაგვარი დერმატიტი – ბულოზური ჰერპესიფორმული დერმატიტი (პირველი არჩევის პრეპარატები – სულფონი, გკს-ს სისტემური გამოყენება ადიუვანტურია) – მძიმე ფსორიაზი – მძიმე სებორეული დერმატიტი 4. ალერგიული მდგომარეობები იმ მძიმე და დამაინვალიდებელი ალერგიული მდგომარეობების კონტროლისათვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვეულებრივი მეთოდებით მკურნალობას: – ქრონიკული ასთმური რესპირატორული დაავადებები – კონტაქტური დერმატიტი – ატოპიური დერმატიტი  – შრატისმიერი დაავადება – სეზონური ან სრულწლოვანი ალერგიული რინიტი – წამლისმიერი ალერგია – სამკურნალო საშუალებების შეყვანა-გადასხმისას განვითარებული ჭინჭრის ციებისმაგვარი რეაქცია – ხორხის მწვავე არაინფექციური შეშუპება (პირველი არჩევის პრეპარატი – ადრენალინი) 5. ოფთალმოლოგიური დაავადებები თვალების დაზიანებით მიმდინარე მძიმე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები: – ჰერპეს ზოსტერ-ის თვალის ფორმა – ირიტი და ირიდოციკლიტი – ქორიორეტინიტი – დიფუზური უკანა უვეიტი – მხედველობის ნერვის ნევრიტი – თვალის წინა კამერის ანთება – ალერგიული კონიუნქტივიტი – რქოვანას ალერგიული წყლულები – კერატიტი 6. კუჭ-ნაწლავის დაავადებები ავადმყოფის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანისათვის შემდეგი დაავადებების დროს: – წყლულოვანი კოლიტი (სისტემური თერაპია) – კრონის დაავადება (სისტემური თერაპია) 7. შეშუპებითი სინდრომი: დიურეზის ინდუქციისა და ნეფროლიზური სინდრომის დროს პროტეინურიის სამკურნალოდ ურემიის გარეშე, იდიოპათიური ტიპის ან სისტემური წითელი მგლურას მიერ გამოწვეული; 8. სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებები – სიმპტომური სარკოიდოზი – ბერილიოზი – ფილტვის კეროვანი ან დისემინირებული ტუბერკულოზი (გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში) – ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ემორჩილება სხვა მეთოდებით მკურნალობას – ასპირაციული პნევმონიტი ჰემატოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების თერაპია 1. ჰემატოლოგიური დაავადებები – შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია – მოზრდილთა მეორადი თრომბოციტოპენია – ერითრობლასტოპენია (დიდი თალასემია) – თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლაზური ანემია 2. ონკოლოგიური დაავადებები პალიატიური თერაპიის სახით შემდეგი დაავადებების დროს: – მოზრდილთა ლეიკოზები და ლიმფომები – ბავშვთა მწვავე ლეიკოზი ენდოკრინული დაავადებები: – თირკმელზედა ჯირკვლების პირველადი და მეორადი უკმარისობა (პირველი არჩევის პრეპარატები – ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი; აუცილებლობისას მინერალოკორტიკოიდებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით პედიატრიულ პრაქტიკაში); – თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა (პირველი არჩევის პრეპარატები – ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი; აუცილებლობის შემთხვევაში სინთეზური ანალოგების გამოყენება შეიძლება მინერალოკორტიკოიდებთან ერთად; მინერალოკორტიკოიდების დამატებას ბავშვებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება). – თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია; – ჰიპერკალციემია ონკოლოგიური დაავადებების ფონზე; – ქვემწვავე თირეოიდიტი. სხვა ორგანოების და სისტემებისდაავადებები: – ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდალური ბლოკით ან ბლოკის საშიშროებით, შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში – ტრიქინელოზი ნერვული სისტემის ან მიოკარდის დაზიანებით – ნერვული სისტემის დაავადებები: გაფანტული სკლეროზი გამწვავების ფაზაში ბ) სახსარშიდა, პერიარტიკულარული, ინტრაბურსალური გამოყენება და რბილ ქსოვილებში შეყვანა დეპო-მედროლი ნაჩვენებია ხანმოკლე გამოყენების დამხმარე სამკურნალო საშუალების სახით (ავადმყოფის მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად ან პროცესის გამწვავებისას) შემდეგი დაავადებების დროს: – სინოვიტი ოსტეოართროზისას – რევმატოდული ართრიტი – მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი – მწვავე პოდაგრული ართრიტი – ეპიკონდილიტი – მწვავე არასპეციფიური ტენდოსინოვიტი – პოსტტრავმული ოსტეოართროზი გ) პათოლოგიურ კერაში შეყვანა კელოიდური ნაწიბურები და ანთების კერები შემდეგი დაავადებების დრო: – წითელი ბრტყელი ლიქენი (ვილსონის) – ფსორიაზული ფოლაქები – რგოლისებური გრანულომები – უბრალო ქრონიკული ლიქენი (ნეიროდერმიტი) – დისკოიდური წითელი მგლურა – დიაბეტური ლიპოდისტროფია – ბუდობრივი გამელოტება დეპო-მედროლი შეიძლება ასევე ეფექტური იყოს მყესების კისტოზური სიმსივნეების ან მყესის აპონევროზის დროს (მყესის ბუდის ცისტა) დ) ინსტილაცია სწორ ნაწლავში – წყლულოვანი კოლიტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გართულებების თავიდან ასაცილებლად

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი