რა დროს გამოიყენება დიაზეპამი?

დიაზეპამის გამოყენების ჩვენებებია: • პრემედიკაცია ქირურგიული და სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჩარევების წინ (ენდოსკოპია, კარდიოვერსია, გულის კათეტერიზაცია, მცირე ქირურგიული მანიპულაციები, ძვლების რეპოზიცია ამოვარდნილობისა და მოტეხილობების დროს, ბიოფსია, სახვევების შეცვლა დამწვრობებისას); • ფსიქიკური დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს შფოთვა, აგზნებადობა, შიში, მღელვარება; • ენდოგენური ფსიქოზები (როგორც დამხმარე საშუალება); • ყველა სახის ნევროზები, განსაკუთრებით განგაშის სინდრომთან ერთობლიობაში; • ნერვული დაძაბულობა ფსიქოსომატური დაავადებებისას; • ნევროზული მოშლილობა პედიატრიულ პრაქტიკაში (თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ენურეზი, სიჯიუტე, მავნე ჩვევები); • ეპილეფსია (როგორც დამხმარე საშუალება);  • რეფლექსური კუნთოვანი კრუნჩხვების შესამცირებლად ტრავმების, დაზიანებების, ანთებების დროს;  • კუნთოვანი ტონუსის შესამცირებლად იმპულსების გამტარი გზების დაზიანებებისას ზურგის ტვინის დონეზე (მათ შორის, სპასტიურობა, პოლიომიელიტი, პარაპლეგია, ჰიპერკინეზი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი