რა დროს გამოიყენება დიკლოფენაკი?

დიკლოფენაკის გამოყენების ჩვენებებია: საყრდენ-მამოძრავებელი აპარტის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანება, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი მათ შორის რადიკულარული სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი). სუსტი ან ზომიერი გამოხატულების ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, მიალგია, ლუმბოიშიალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, თანმხლები ანთებით, ოპერაციის შემდგომი ტკივილები, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, კბილის ტკივილი. კლომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ყურის, ყელის, ცხვირის ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას გამოხატული ტკივილის სინდრომით (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი). ცხელების სინდრომი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი