რა დროს გამოიყენება დიკლაკი?

დიკლაკის გამოყენების ჩვენებებია:  რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზირებელი სპონდილიტის, პოდაგრის-სახსროვანი სინდრომი; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები);რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (დაჭიმულობა, დაჟეჟილობა) ტრავმისშემდგომი ანთებები; ტკივილები ხერხემლის არხში, ნევრალგიები, მიალგიები, ართრალგიები; ოპერაციიის და ტრავმის შედეგად გამოწვეული ტკივილის და ანთების სინდრომი; ტკივილის სინდომი პოდაგრის დროს; შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილი; ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, ქოლელითიაზი და ნეფროლითიაზი, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციური ანთებითი დაავადებით გამოწვეული ტკივილის სინდრომი; ადგილობრივად იყენებენ: კატარაქტას ოპერაციების, არაინფექციური წარმოშობის თვალის ანთებითი დაავადების დროს, აგრეთვე ბროლის იმპლანტაცის და მის შეცვლის პროცესთან დაკავშირებული ცისტოიდური მაკულარული შეშუპების პროფილაქტიკის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი