რა დროს გამოიყენება დიკლო-დენკი 75 ინექცია?

დიკლო-დენკი 75 ინექციის გამოყენების ჩვენებებია: ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობა, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა:  – რამდენიმე სახსრის მწვავე ანთებითი პროცესი (ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები; – რამდენიმე სახსრის ქრონიკული ანთებითი პროცესი (ქრონიკული ართრიტი, ქრონიკული პოლიართრიტი/რევმატიული ართრიტი); – ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები; – სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები; – რბილი ქსოვილების რევმატიზმი; – ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება. ყურადღება: საინექციო ხსნარი მიიღება მაშინ, როდესაც საჭიროა დაუყოვნებელი ეფექტის მიღება ან ტაბლეტების და სანთლების მიღებაა შეუძლებელი. ჩვეულებრივ, თერაპიისათვის საკმარისია ინექციის ერთჯერადი შეყვანა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი