რა დროს გამოიყენება დილოქსი?

დილოქსის გამოყენების ჩვენებებია: • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა; • ქალა-ტვინის ტრავმა, ქალა-ტვინის ტრავმის შედეგები; • დისცირკულატორული ენცეფალოპათია; • ვეგეტატიური დისტონიის სინდრომი; • ათეროსკლეროზული გენეზის მსუბუქი კოგნიტიური დარღვევები;  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პირველ რამდენიმე დღე-ღამეში) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; • სხვადასხვა სტადიის პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; • შფოთვა ნევროტული და ნევროზის მსგავსი მდგომარეობების დროს; • ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირება (უპირატესად ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისფუნქციით მიმდინარე); • მწვავე ინტოქსიკაცია ანტიფსიქოზური საშუალებებით; • მუცლის ღრუს მწვავე ჩირქოვან-ანთებითი პროცესები (მწვავე ნეკროზული პანკრეატიტი, პერიტონიტი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი