რა დროს გამოიყენება დიოქსიდინი?

დიოქსიდინის გამოყენების ჩვენებებია: დიოქსიდინის ხსნარს იყენებენ ადგილობრივად და საფენების სახით ჭრილობების, ჩირქოვანი კერების ღრუ ორგანოების (პირის, მენჯის, მუცლის) გამოსარეცხად, ვენაში წვეთობრივად. მალამო გამოიყენება დამწვრობით და ჭრილობებით გამოწვეული ინფექციების დროს. დიოქსიდინის ხსნარის გამოყენების ჩვენება: სხვადასხვა (გრუამურყოფითი ბაქტერიები, კერძოდ: პროტეუსი, კლებსიელა: სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები, ბაქტერიების ნახევრადრეზისტენტული შტამები) ბაქტერიებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები. დიოქსიდინის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს ჩირქოვანი პროცესების გამომწვევი ბაქტერიები, რომლებიც მდგრადნი არიან ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკური ინფექციების დროს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატები არ არის ეფექტური. აგრეთვე ზედაპირული ლოკალიზაციის და ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად მიმდინარე ძნელად შეხორცებადი ჭრილობების დროს. ადგილობრივი გამოყენება: სხვადასხვა ინფიცირებული და ტროფიკული წყლულები, რბილი ქსოვილების ფლეგმონები, ინფიცირებული დამწვრობები, ოსტეომიელიტებით გამოწვეული ჩირქოვანი ჭრილობები. ღრუ ორგანოებში შეყვანა: გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი პროცესები, ჩირქოვანი პლევრიტები, პლევრის ემპიემები, ფილტვის აბსცესები, პერიტონიტი, ცისტიტი, რბილი ქსოვილების აბსცესები, შარდის ბუშტისა და ნაღვლის გზების ოპერაციის შემდგომ ჭრილობები, ჩირქოვანი მასტიტები და სხვა. დიოქსიდინს იყენებენ მხოლოდ მოზრდილებში სტაციონარის პირობებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი