რა დროს გამოიყენება დისფლატილი?

დისფლატილის გამოყენების ჩვენებებია: დისფლატილის წვეთები გამოიყენება ყველა სახის მოჭარბებული გაზწარმოქმნის შემთხვევებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვებისას: ყურ-ყური, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულიც), აეროფაგია. დისფლატილის წვეთების გამოყენება ამცირებს გადავსების შეგრძნებასა და მუცლის დაჭიმულობას.  ექიმის დანიშნულებით დისფლატილის წვეთები გამოიყენება ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი პროცედურებისთვის მოსამზადებლად და ასევე კუჭის და/ან ნაწლავების ტრაქტის სონოგრაფიული გამოკვლევებისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გაზების და ჰაერის გამოდევნის მიზნით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი