რა დროს გამოიყენება დოქსიციკლინუმი TZF?

დოქსიციკლინუმი TZF გამოყენების ჩვენებებია:  ჩვენებები – ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ოტიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია გამოწვეული  Haemophilus influenzae, Klebsiella spp., Streptococcus pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Chlamydia pneuminiae-ებით. – საშარდე გზების ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, რომლებიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis, Ureaplazma urealitycum. – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis, სიფილისი (Treponema pallidum), რბილი შანკრი (Haemophilus ducreyi), საზარდულის გრანულემა (Calymmatobacterium granulomatis), გონორეა (Neisseria gonorrhieae). – რბილი ქსოვიელბის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია Clostridium spp., Propionibacterium acnes  მგრძნობიარე შტამებით. – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ენტეროპათოგენური შტამებით Escherichia coli (მოგზაურთა დიარეა), Entamoeba histolyca, Shigella spp., Vibrio cholerae, Clostridium spp. – თვალის ინფექციები: ქრონიკული კონიუნქტივიტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis  (ტრახომა); მისი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ დოქსიციკლინით, ან ადგილობრივად გამოსაყენებელ პრეპარატებთან კომბინაციაში.  – სხვა ინფექციები: პსიტტაკოზი (Chlamydia psittaci) ბრუცელოზი (Brucella spp.), სტრეპტომიცინთან ერთად, შავი ჭირი (Yersinia pestis), ტულარემია (Francisella tularensis). – მალარიის პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი