რა დროს გამოიყენება ეგილოკი®?

ეგილოკის გამოყენების ჩვენებებია: არტერიული ჰიპერტენზია: გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილიანობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონალური დაავადებების შედეგად (მათ შორის უეცარი სიკვდილის სიხშირეს ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში; სტენოკარდია: პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში; შემანარჩუნებელი თერაპია: მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის; გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები); ჰიპერთირეოზი (გულის არითმიის სიხშირის შესამცირებლად); შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა; გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი