რა დროს გამოიყენება ეკლიპსი-სანოველი?

ეკლიპსი-სანოველის გამოყენების ჩვენებებია: ლოზარტან კალიუმი ნაჩვენებია: არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის. შესაძლებელია მისი გამოყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომპლექსური თერაპიის სახით სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინირებისას (მაგ. თიაზიდური დიურეზული საშუალებები). გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების და სიკვდილიანობის რისკის შესამცირებლად ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიითთ. ეს ჩვენებები არ არის დადასტურებული ნეგროიდული რასის ავადმყოფებზე. შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით დაავადებულ ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დასაცავად, დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს კრეატინინის დონის მომატება პლაზმაში და პროტეინურია. აღნიშნულ შემთხვევაში ლოზარტან კალიუმი ანელებს ნეფროპათიის განვითარებას.  ცნობები პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ბავშვებში არ არსებობს. გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:  კლინიკური კვლევების მონაცემებით ლოზარტან კალიუმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდებში არ განსხვავდება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი