რა დროს გამოიყენება ელკოპას-პლუსი?

ელკოპას-პლუსის გამოყენების ჩვენებებია: თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულოვანი დაავადება (პროფილაქტიკა და სიმპტომური თერაპია); მწვავე გასტრიტი; მწვავე დუოდენიტი; ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში კუჭის ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული აქტივობით; რეფლუქს-ეზოფაგიტი; მწვავე დუოდენიტი; საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია; მჟავებითა და ტოქსიური ნივთიერებებით მოწამვლები; დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი; ნაწლავების ფუნქციონალური დარღვევები, კოლიტი; გულძმარვა, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში: დიეტის დარღვევის შემდეგ, გარკვეული მედიკამენტების მიღებისას, ალკოჰოლის, ყავის, თამბაქოს ხშირი მოხმარებისას; გლუკოკორტიკოსტეროდებითა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი