რა დროს გამოიყენება ენზალ D?

ენზალ D გამოყენების ჩვენებებია: ენზალ D გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ისე კომპლექსური თერაპიის სახით მალაბსორბციის სინდრომის დროს, რომელიც აღინიშნება დაბალი მჟავიანობით (ჰიპოაციდური მდგომარეობა) მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება არაწყლულოვანი ფუნქციური დისპეფსიის დროს, ასევე ჯანმრთელ პირებში არადიეტური და ჭარბი საკვების მიღებისას.  ენზალ D ეფექტურად ხსნის შეკრულობას და ინიშნება ზედმეტი დაძაბვის შესამცირებლად დეფეკაციის დროს, მაგ., ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში, ბუასილის, ანალური სფინქტერის ნახეთქების დროს, ხანდაზმულ პირებში, ასევე წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი