რა დროს გამოიყენება ერგობათი?

ერგობათის გამოყენების ჩვენებებია: ვიტამინ D-ს ჰიპო – და ავიტამინოზი (პროფილაქტიკა და მკურნალობა), აგრეთვე ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება ვიტამინ D-ს მიმართ: რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, ნეფროგენული ოსტეოპათია, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება, არასაკმარისი ინსოლაცია, ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის უკმარისობა, ციროზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (გლუტენური ენტეროპათია, დიარეა, კრონის დაავადება), სწრაფი დასუსტება, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; ახალშობილები, რომლებიც იკვებებიან დედის რძით, ინსოლაციის უკმარისობისას; ბარბიტურატების, ქოლესტირამინის, მინერალური ზეთების, კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება. ჰიპოპარათირეოზი: ოპერაციის შემდგომი, იდიოპათიური, ტეტანია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი