რა დროს გამოიყენება ერითრომოცინი?

ერითრომოცინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადები, მათ შორის: დიფთერია, ყივანახველა, ბრუცელოზი, ლეგიონერების დაავადება, ანგინა, ტრაქომა, ქუნთრუშა; პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების სტადიაში, სეპტიური მდგომარეობა, წითელი ქარი; მასტიტი, ოსტეომიელიტი, ქოლესცისტიტი, ჩირქოვანი ოტიტი და სხვა ჩირქოვან-ანთებითი პროცესები. პრეპარატი ენიშნებათ ტეტრაციკლინის, ლევომიცეტინის, სტრეპტომიცინის მიმართ მიკროორგანიზმების მდგრადობის შემთხვევაში, აგრეთვე ათაშანგის სამკურნალოდ გამოყენებული პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი