რა დროს გამოიყენება ვენორუტონი?

ვენორუტონის გამოყენების ჩვენებებია: ქრონიკულ ვენურ უკმარისობასთან დაკავშირებული შეშუპებები და სიმპტომები (დაღლილობა, სიმძიმის შეგრძნება და ქვემო კიდურების ტკივილი, პარესთეზია, კრუნჩხვები, შესივება); პოსტფლებიტური სინდრომი, ტროფიული დარღვევები, ვარიკოზული დერმატიტი და ვარიკოზული წყლულები. პრეპარატი ასევე გამოიყენება დამხმარე მკურნალობის სახით სკლეროთერაპიის დროს და ვარიკოზული კვანძების მოცილებისას. ტრავმატული გენეზისის ტკივილი და შეშუპება, მათ შორის იოგების დაჭიმვის დროს, კუნთების დაჭიმვის ან დაჟეჟილობის დროს. ბუასილის სიმპტომები (ტკივილი, ექსუდაცია, ქავილი და სისხლდენა) და მათი გართულებები. ვენური უკმარისობა და ბუასილი ორსულობისას მე-4 თვიდან დაწყებული. რეტინოპათიის დროს დამხმარე მკურნალობის სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი: გარდამავალი სიბრმავის ეპიზოდების პროფილქატიკა. გელი ასევე გამოიყენება ტრავმატული გენეზისის ტკივილისა და შეშუპების დროს, მათ შორის იოგების დაჭიმვის, კუნთების დაჭიმვის ან დაჟეჟილობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი