რა დროს გამოიყენება ვესანოიდი?

ვესანოიდის გამოყენების ჩვენებებია: ვესანოიდი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც არიან რეფრაქტერულები ანთრაციკლინების მიმართ ან აღენიშნათ პროგრესირება ქიმიოთერაპიის ფონზე. ვესანოიდი გამოიყენება მხოლოდ რემისიის ინდუქციის მიზნით. ამის  შემდეგ პაციენტმა უნდა გააგრძელოს შემანარჩუნებელი ქიმიოთერაპია, თუ არ არსებობს რაიმე წინააღმდეგჩვენება. სრულად-ტრანს-რეტინული  მჟავის დანიშვნა შესაძლებელია როგორც არანამკურნალებ პაციენტებში, ასევე პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ რეციდივი  სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ (ანტრაციკლინი და ციტოზინ არაბინოზიდი ან ექვივალენტური მკურნალობა) ან ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტულ პაციენტებში. ქიმიოთერაპიისა და სრულად-ტრანს-რეტინული  მჟავას ერთდროული გამოყენება ზრდის სიცოცხლის ხანგრლივობას და ამცირებს რეციდივის განვითარების რისკს მხოლოდ ქიმიოთერაპიის გამოყენებასთან შედარებით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი