რა დროს გამოიყენება ზენტელი?

ზენტელის გამოყენების ჩვენებებია:  ზენტელი არის ბენზიმიდაზოლის კარბამატი ანტიჰემნილთური და ანტიპროტოზოული აქტივობით, ინტესტინური და ქსოვილოვანი პარაზიტების წინააღმდეგ:  ნაწლავური ინფექციები და კანის ლარვა მიგრანტები (ხანმოკლე მკურნალობა მცირე დოზებით):  ზენტელი ნაჩვენებია მგრძნობიარე ნაწლავური ჰელმინთების/პროტოზოების მიერ გამოწვეული შემდეგი კლინიკური მდგომარეობების სამკურნალოდ: (იხ. ფარმაკოდინამიკა მგრძნობიარე ჰელმინთების და პროტოზოებისთვის): ენტერობიაზი, მრგვალი ჭიებით დაავადება (ანკილოსტომიაზი და ნეკატორიაზი), ჰიმენოლეპსიაზი, ტენიაზი, სტრონგილოიდიაზი, ასკარიდოზი, ტრიქურიაზი, კლონორქიაზი და ოპისტორქიაზი (Opisthorchic viverrini an/da Clonorchis sinensis ინფექციები), კანის ლარვას მიგრანტები, გიარდიაზი ბავშვებში.  სისტემური ჰელმინთური ინფექციები (ხანგრძლივი მკურნალობა მაღალი დოზებით):  ზენტელი ნაჩვენებია შემდეგი სისტემური ჰელმინტური ინფექციების სამკურნალოდ (იხ., ფარმაკოდინამიკა მგრძნობიარე ჰელმინთების სახეობებისთვის).  ექინოკოკოზი  ზენტელი ავლენს დიდ ეფექტურობას ღვიძლის, ფილტვების და პერიტონეალური ცისტების სამკურნალოდ, ძვლის, გულის და ცენტრალური ნერვული სისტემის ცისტების გამოცდილება შეზღუდულია.  ცისტური ექინოკოკოზი (გამომწვევი Echinococcus granulosus)  ზენტელი გამოიყენება ცისტური ექინოკოკოზით დაავადებულ პაციენტებში:  – სადაც ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია  – ქირურგიულ ინტერვენციამდე  – ოპერაციის შემდეგ თუ პრეოპერაციული მკურნალობა ძალიან ხანმოკლე იყო ან ოპერაციის დროს მოხდა დაღვრა ან აღმოაჩინეს ცოცხალი მასალა  – ცისტის პერკუტანული დრენაჟის შემდეგ დიაგნოსტიკური ან თერაპიული მიზნებისთვის.  ალვეოლური ექინოკოკოზი (გამომწვევი Echinococcus multilocularis)  – ინოპერაბელური დაავადებისას, განსაკუთრებით ადგილობრივი ან დისტალური მეტასტაზების  – პალიატიური ოპერაციის შემდეგ  – რადიალური ქირურგიის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ  ნეიროცისტიცერკოზი (ლარვული Taenia solium ინფექციები)  ზენტელი გამოიყენება პაციენტების სამკურნალოდ:  – ტვინის პარენქიმის ერთეული ან მრავლობითი ცისტური გრანულომატოზური დაზიანებებით  – არაქნოიდული ან ინტრავენტრიკულური ცისტებით  – მტევნისმაგვარი ცისტებით კაპილარიაზი (Capillaria philippinensis ინფექციები)  გნათოსტომიაზი (გამომწვევი Gnathostoma spinigerum  და მონათესავე სახეობები)  ტრიქინოზი (გამომწვევი Trichinella spiralis  და T. pseudospiralis)  ტოქსოკარიაზი (გამომწვევი Toxocara canis და სხვა მონათესავე სახეობები)

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი