რა დროს გამოიყენება ზივოქსი?

ზივოქსის გამოყენების ჩვენებებია: ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა თუ ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ ისინი გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე აერობული და ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმებით (იმ ინფექციების ჩათვლით, რომლებსაც ახლავს ბაქტერიემია): – არაჰოსპიტალური პნევმონია, გამოწვეული streptococcus pneumoniae (პოლირეზისტენტული შტამების ჩათვლით) ბაქტერიემიის შემთხვევების ჩათვლით, ან staphylococcus aureus (მხოლოდ მეტიცილინრეზისტენტული შტამები). – ჰოსპიტალური პნევმონია გამოწვეული staphylococcus aureus (მეტიცილინრეზისტენტული და არამეტიცილინრეზისტენტული შტამები) ან streptococcus pneumoniae (პოლირეზისტენტული შტამების ჩათვლით). – კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები დიაბეტური ტერფის სინდრომის დროს განვითარებული ინფექციების ჩათვლით, რომელსაც არ ახლავს ოსტეომიელიტი გამოწვეული staphylococcus aureus (მეტიცილინრეზისტენტული და არამეტიცილინრეზისტენტული შტამები), streptococcus pyogenes an streptococcus agalactiae. – კანის და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები გამოწვეული staphylococcus aureus (მხოლოდ მეტიცილინრეზისტენტული შტამები) ან streptococcus pyogenes. – ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული ინფექციები გამოწვეული Enterococcus faecium, ბაქტერიემიის ჩათვლით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი