რა დროს გამოიყენება იდრინოლი?

იდრინოლის გამოყენების ჩვენებებია: გამოყენებაზე: – გულის იშემიური დაავადების კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი); გულის ქრონიკული უკმარისობა, დისჰორმონალური კარდიომიოპათია; – თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის  მწვავე დარღვევის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (იშემიური ინსულტი, ცერებროვასკულარული უკმარისობა); – დაქვეითებული შრომისუნარიანობა; – ფიზიკური გადაღლა (მათ შორის სპორტსმენებში); – აბსისტენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმისას (კომბინაციაში სპეციფიკურ თერაპიასთან); – ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევები თვალის ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი განშტოებების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონული).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი