რა დროს გამოიყენება იმირანი ტაბლეტი 10მგ?

იმირანი ტაბლეტი 10მგ გამოყენების ჩვენებებია:  ჩვენებები: დისპეფსიური სინდრომი დაკავშირებული გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან, ეზოფაგიტთან, კუჭის ნელა დაცლასთან, რომლის სიმპტომებია ტკივილი ეპიგასტრიუმში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა, ბოყინი, კუჭის დისკომფორტი, შებერილობა, გულისრევა, ღებინება. სხვადასხვა წარმოშობის გულისრევა და ღებინება, მათ შორის ფუნქციური, ორგანული, ინფექციური, დიეტური, ციტოტოქსიკური, გასტრიტი და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები, მათ შორის პაციენტებში დიაბეტით, აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებების დროს. გულისრევა და ღებინება, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევები დაკავშირებული დოფამინის აგონისტის გამოყენებასთან პარკინსონის დაავადების მკურანლობის დროს, როგორიცაა ლევოდოპა, ბრომოკრიპტინი. კუჭ-ნაწლავის დიაგნოსტიკის წინ და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გულისრევის და ღებინების პრევენციისთვის, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გასაუმჯობესებლად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი