რა დროს გამოიყენება ინტრონ A?

ინტრონ A გამოყენების ჩვენებებია: ინტრონ A გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:  ) სისტემური გამოყენება 1. ქრონიკული B ჰეპატიტი. მოზარდების და ბავშვების (e~1) ღვიძლის კომპესირებული დაავადებების მკურნალობა, როდესაც შრატში აღინიშნება HBsAg 6 თვის განმავლობაში და სახეზეა HBV რეპლიკაცია (აღინიშნება დნმ – HBV და HBsAg შრატში), რომელსაც თან ახლავს ალტ-ს დონის მომატება შრატში. ინტრონით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია ღვიძლის ბიოფსიის ჩატარება, რათა დაზუსტდეს ქრონიკული ჰეპატიტის არსებობა და ღვიძლის დაზიანების ხარისხი (აქტიური ანთებითი პროცესის ნიშნები და/ან ფიბროზი). ინტრონი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში: როდესაც არ აღინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ვარიკოზული გაფართოებული ვენებიდან სისხლდენა, ასციტი და დეკომპენსაციის სხვა ნიშნები ანამნეზში; ბილირუბინის ნორმალური დონე; ალბუმინის სტაბილური ნორმალური დონე; პროთრომბინის ნორმალური დრო; ლეიკოციტების რიცხვი 400 კუბ.მმ; თრომბოციტების რიცხვი 100 000 კუბ.მმ-ზე მეტი მოზრდილებში და 150 000 კუბ.მმ-ზე მეტი ბავშვებში. 2. ქრონიკული C ჰეპატიტი. ინტრონ A-თი – მონოთერაპია ან კომბინირებული თერაპია რიბავირინთან ნაჩვენებია დაავადების აქტიურობის შესამცირებლად ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა, ღვიძლის დაავადების დეკომპენსაციის გარეშე. ინტრონი ინიშნება ქრონიკული C ჰეპატიტის დროს შემდეგ შემთხვევებში: როცა არ აღინიშნება ღვიძლისმიერი ენცაფალოპათია, ვარიკოზული გაფართოებული ვენებიდან სისხლდენა, ასციტი და დეკომპენსაციის სხვა ნიშნები ანამნეზში; ბილირუბინის დონე <2 მგ/დლ; ალბუმინის სტაბილური ნორმალური დონე; პროთრომბინის ნორმალური დრო; ლეიკოციტების რიცხვი 3 000 კუბ.მმ-ზე მეტი; თრომბოციტების რიცხვი 70 000 კუბ.მმ; კრეატინინის ნორმალური დონე. 3. ქრონიკული D ჰეპატიტი. 4. ხორხის პაპილომატოზი, მოზრდილებისა და ბავშვების მკურნალობა. 5. ლეიკოზი. 6. ქრონიკული მიელოლეიკოზი ინტრონ A-თი მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია ციტარაბინთან ნაჩვენებია ქრონიკული მიელოლეიკოზიან ავადმყოფებში. 7. თრომბოციტოზი, დაკავშირებული ქრონიკულ მიელოლეიკოზთან. 8. მრავლობითი მიელომა, შემანარჩუნებელი თერაპია ობიექტური რემისიის დროს. 9. არახოჯკინის ლიმფომა. ფოლიკულარული ლიმფომის მკურნალობა (III და IV სტადია) ადექვატურ ქიმიოთერაპიასთან ერთად. 10. კაპოშის სარკომა, დაკავშირებული შიდსის სინდრომთან. 11. თირკმლის კიბო. 12. საკვერცხეების კიბო. 13. მეტასტაზური კარცინოიდული სიმსივნე (კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული სიმსივნე). 14. ავთვისებიანი მელანომა. ) შარდის ბუშტში შეყვანა 15. ზედაპირულად განლაგებული შარდის ბუშტის კიბო. ) შეყვანა დაზიანებულ ნაწილებში 16. კონდილომატოზი. 17. ბაზალურ უჯრედოვანი კარცინომა. 18. კანის “ტ” უჯრედოვანი ლიმფომა. 19. სხივური კერატოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი