რა დროს გამოიყენება იუმექსი?

იუმექსის გამოყენების ჩვენებებია: პარკინსონის დაავადების საწყისი (ადრეული) სტადიის დროს იუმექსის გამოყენება, როგორც მონოთერაპიული საშუალების, მნიშვნელოვნად ამცირებს ლევოდოპას დანიშვნის აუცილებლობას. მას შესწევს ე.წ. “on-off”-ის პერიოდის დადგომის პრევენციის უნარი. იუმექსი იძლევა სრული ან ნაწილობრივი ხარისხით შრომისუნარიანობის შენარჩუნების საშუალებას. იუმექსით ლევოდოპას ჩანაცვლების შემთხვევაში ძლიერდება და ხანგრძლივდება ლევოდოპას მოქმედება, რაც იძლევა ლევოდოპას დოზის შემცირების საშუალებას. პარკინსონის სინდრომის მძიმე ფორმის არსებობის შემთხვევაში იუმექსის გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება დადებითი შედეგები. ალცჰაიმერის დაავადების, აგრეთვე სუსტი, საშუალო და მძიმე ფორმის მოხუცებულობით გამოწვეული ალცჰაიმერის ტიპის ჭკუასუსტობისას რეკომენდებულია იუმექსის როგორც მონოთერაპიული საშუალების გამოყენება. დოფამინი აძლიერებს პაციენტის ინტელექტს, მისი დამახსოვრების და შესწავლის უნარს, აგრეთვე მოტორულ და ინსტრუმენტულ აქტივობას. იგი აგრეთვე აუმჯობესებს ხასიათს, ქცევასა და მზადყოფნას სოციალიზაციისადმი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი