რა დროს გამოიყენება კალიფსოლი?

კალიფსოლის გამოყენების ჩვენებებია: მიღების ჩვენება მონოთერაპიის სახით ხანმოკლე დიაგნოსტიკური ან თერაპიული ჩარევებისას ბავშვთა ასაკში და ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში მოზრდილებში: ნარკოზში შეყვანა ან მისი შენარჩუნება.  შემცირებული დოზით სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება ზოგადი ნარკოზისთვის (განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინები). შესაძლებელია ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან კომბინაცია. სპეციალური ჩვენებები, რომელთა დროსაც კეტამინი ნაჩვენებია (მონოთერაპის სახით ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში): • მტკივნეული პროცედურები (მაგ. სახვევის შეცვლა დამწვრობის მქონე პაციენტისთვის) • ნეიროდიაგნოსტიკური პროცედურები (მაგ. პნევმოენცეფალოგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, მიელოგრაფია) • ენდოსკოპია • ზოგიერთი პროცედურა მხედველობის ორგანოებზე • ქირურგიული ჩარევები კისრის მიდამოში ან პირის ღრუში, • ოტორინოლარინგოლოგიური ჩარევები, • გინეკოლოგიური ექსტრაპერიტონეალური ჩარევები • ჩარევები მეანობაში, ნარკოზში შეყვანა საკეისრო კვეთისას • ჩარევები ორთოპედიაში და ტრავმატოლოგიაში • კეტამინის მოქმედების თავისებურების მიხედვით გულსა და სისხლის მიმოქცევაზე: ნარკოზის ჩატარება შოკურ მდგომარეობაში, არტერიული ჰიპოტონიით, • ნარკოზში შეყვანა ავადმყოფებისთვის, რომლთათვისაც სასურველია პრეპარატის დამატებით, კუნთში შეყვანა (მაგ. ბავშვები).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი