რა დროს გამოიყენება კალციმაგი?

კალციმაგის გამოყენების ჩვენებებია: – რაქიტის და ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა. – მდგომარეობები – რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება კალციუმზე და ვიტამინ D-ზე: მზის სხივების უკმარისობა; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, რომელთა რაციონშიც აღინიშნება ვიტამინ D-ს დეფიციტი; მალაბსორბციის სინდრომი; ქრონიკული დიარეა; გასტრექტომია; სტეატორეა; ვეგეტერიანული დიეტა, დიეტა გახდომის მიზნით; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; ჰორმონების, ანტიკონვულსიური პრეპარატების, იმუნოდეპრესანტების, ალუმინის შემცველი ანტაციდების, დიურეტიკების მიღება. – კალციუმის ცვლის მოშლა, რომელსაც თან ახლავს: ოსტეოპათიები; სპაზმოფილია; ჰიპერაგზნებადობის სინდრომი: ტრემორი, ჰიპერესთეზია, კუნთთა თრთოლვა; ძვალწარმოქმნის პროცესების დარღვევევები და კბილების ამოჭრის შეფერხება; ზრდის შეჩერება ინტენსიური განვითარების პერიოდში. – სისხალძარღვთა კედლის გამაგრების მიზნით: ანთებითი და ექსუდაციური პროცესების დროს. – სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი