რა დროს გამოიყენება კარდოგრელი?

კარდოგრელის გამოყენების ჩვენებებია: კარდოგრელის ტაბლეტის მოქმედი ნოვთიერება არის კლოპიდოგრელი. ის ანტითრომბოციტული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს მიეკუთვნება. თრომბოციტები – სისხლის პატარა უჯრედებია, რომლებიც სისხლის შედედებისას ეწებებიან ერთმანეთს (ამ პროცესს თრომბოზი ეწოდება). ხელს უშლიან რა ამ შეწებებას, ანტითრომბოციტული სამკურნალო პრეპარატები ამცირებენ სისხლის შენადებების წარმოქმნის ალბათობას. კარდოგრელი გამოიყენება არტერიებში თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის. თრომბების წარმოქმნამ, ანუ ათეროთრომბოზმა შეიძლება გამოიწვიოს ათეროთრომბოზული გართულებები (როგორებიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან სიკვდილი) კარდოგრელი ნაჩვენებია ათეროთრომბოზული გართულებების თავიდან აცილებისათვის პაციენტებში: – მიოკარდიუმის ინფარქტით (რამდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე) ან პერიფერიული არტერიების დადგენილი დაავადებებით. პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით: – მწვავე კორონარული სინდრომი ST სეგმენტის აწევის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის არა-Q-ინფარქტი), ჩათვლით პაციენტებისა და სტენტის ჩადგმით კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდეგ, კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან (ACA). – მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის აწევით კომბინაციაში აცეტილსალიცილის მჟავასთან (ACA) პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ მედიკამენტოზურ თერაპიას თრომბოლიზური თერაპიის ჩვენების არსებობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი