რა დროს გამოიყენება კეტზი?

კეტზის გამოყენების ჩვენებებია: კეტოროლაკ ტრომეთამინი განკუთვნილია ხანმოკლე (5 დღე) შედარებით ძლიერი, მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც საჭიროებს ანალგეზიას ოპიოიდურ დონეზე, ჩვეულებრივ პოსტოპერაციულ პერიოდში. თერაპია ყოველთვის უნდა დაიწყოს კეტოროლაკის ტრომეთამინის IV/IM – ით, ხოლო ორალური კეტოროლაკ ტრომეთამინი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის საჭიროების შემთხვევაში. კეტოროლაკ ტრომეთამინი IV/IM და ორალური კეტოროლაკის კომბინირებული გამოყენება არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს, რეკომენდირებულ დოზებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების სიხშირისადა გამო. პაციენტები გადაყვანილნი უნდა იქნენ ალტერნატიულ ანალგეზიკებზე რაც შეიძლება სწრაფად, ვინაიდან კეტოროლაკ ტრომეთამინის თერაპია არ უნდა აჭარბებდეს 5 დღეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი