რა დროს გამოიყენება კლამოქსი?

კლამოქსის გამოყენების ჩვენებებია: კლამოქსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებებების მკურნალობა: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები); ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკული და აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები); შარდ-სასქესო გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, მცირე მენჯის ღრუს ინფექციები: ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, მშობიარობის შემდგომი გართულებები, ათაშანგი, გონორეა); გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით და ანაერობებით გამოწვეული შერეული ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი გართულებები, მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები, ოდონტოგენური ინფექციები, ასპირაციით გამოწვეული პნევმონია, სარძევე ჯირკვლის აბსცესი, ხახის ახლო მიდამოს აბსცესი, ქრონიკული ოსტეომიელიტი); ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი