რა დროს გამოიყენება კლოპიდოგრელი?

კლოპიდოგრელის გამოყენების ჩვენებებია: ათეროთრომბული მოვლენების პროფილაქტიკა • მოზრდილი პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით (რამოდენიმე დღიდან 35 დღემდე), იშემიური ინსულტით (7 დღიდან 6 თვემდე), ან პაციენტები პერიფერული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებით • მოზრდილი პაციენტები, მწვავე კორონარული  სინდრომით: – მწვავე კორონარული  სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე     (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q – კბილის გარეშე), მათ შორის პაციენტები  კორონარული სტენტირებით კორონარულ სისხლძარღვებში კანქვეშა შეღწევის მეშვეობით, აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში; – მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით     (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი) თრომბოლიზის ჩატარების შესაძლებელობის დროს (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში)  ათეროთრომბული და თრომბოემბოლიური მოვლენების პროფილაქტიკა მოციმციმე არითმიის დროს – მოციმციმე არითმიის მქონე პაცეინტებში, გულ-სისხლძარღვთთა გართულებების მინიმუმ ერთი  რისკ-ფაქტორის არსებობისას და პირდაპირი ანტიკოაგულანტების გამოყენების შეუძლებლობისას, როდესაც სისხლდენის განვითარების რისკი დაბალია (აცეტილსალიცილის მჟავასთან კომბინაციაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი