რა დროს გამოიყენება ლევამიზოლი?

ლევამიზოლის გამოყენების ჩვენებებია: ანტიჰელმინთოზური მიზნით: ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი. იმუნომოდულატორული მიზნით: ინფექციური დაავადებები, მორეციდივე მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, მეჭეჭები, ბავშვებში – ზედა სასუნთქი გზების ხშირად მორეციდივე ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მორეციდივე სინუსიტები, ქრ. აქტიური ჰეპატიტი, პერსისტიული ვირუსული ჰეპატიტი, რომლის დროსაც ავსტრალიური ანტიგენი RBTFp სისხლში 3 თვეზე მეტ ხანს რჩება. იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და აუტოიმუნური დაავადებები რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, მორეციდივე აფთოზური სტომატიტი, რეიტერის დაავადება, CWV-ს დროს სხვა საშუალებით მიღწეული რემისიის შენარჩუნება. ფილტვებში, მსხვილ ნაწლავში, სარძევე ჯირკვლებში ავთვისებიანი წარმონაქმნების ქირურგიული, სხივური და ქიმოთერაპიული მკურნალობის დროს. ლიმფოგრანულემატოზი და ლეიკოზები რემისიის პერიოდში ქიმიოთერაპის კურსებს შორის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ფარმაცია და ფარმაკოლოგია 2. ექიმები, კლინიკები, დისტანციური კონსულტაციები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. სამკურნალო პრეპარატები 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი